მთავარი ჩვენზე რეკლამა კონტაქტი
მთავარი მომსახურება აუდიტორია უპირატესობები შეკვეთა რეიტინგი არქივი რეგისტრაცია სიახლეთა არქივი
სტატისტიკა
    სულ საიტზე რიგესტრირებულთა რაოდენობა: 1032

რესპონდენტებისათვის
  • გამოკითხვაზე პასუხის დრო, სიტუაცია და განწყობა შეირჩევა რესპონდენტის მიერ
  • პასუხობს რა შეკითხვებს, ადამიანი თავს დიალოგის თანასწორუფლებიან წევრად თვლის
  • პასუხების გაცემის სიმარტივე, ტექნიკური და ფსიქოლოგიური კომფორტი
  • ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოხსნა ინტერვიუერის არარსებობის გამო
  • უკუკავშირის შესაძლებლობა
  • ანონიმურობის ობიექტური შეგრძნება განაწყობს გულახდილობისაკენ პასუხისას
  • ემოციური მუხტი და შემეცნებითი ინტერესი ანკეტის შევსებისას

მკვლევრებისათვის

  • რესურსების - დროის, ფულის, შრომის ეკონომია
  • მონაცემთა შეგროვების დონის მატება (მუდმივად მზარდი რაოდენობის შევსებული და მიღებული ანკეტებისა პირობებში)
  • ანკეტების ადაპტაციიისა და კონსტრუირების უფრო ეფექტური საშუალება
  • ინდივიდუალურად საჭირბოროტო და დელიკატური პრობლემების გამოკვლევის საშუალება
  • პასუხების გულახდილობის დონის გაზრდა
  • ღია შეკითხვებზე უფრო დაწვრილებითი პასუხის მიღება
  • ინტერვიუერის მიერ რესპოდენტზე ზეგავლენის მოხდენის ხარისხის შემცირება
  • რესპოდენტების სტიმულირება ვებ.გამოკითხვებში სისტემატიურად მონაწილეობის მისაღებად

როდის შეიძლება იყოს ეფექტური ონლაინ გამოკითხვა?

არის სიტუაციები, როდესაც უფრო ადვილია გამოკითხო ათასი ადამიანი ინტერნეტით, ვიდრე ასი ჩვეულებრივი - ტრადიციული მეთოდოლოგიით. ასეთი ტიპის მომსახურება აქტუალურია, მაგალითად რესპონდენტების ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყოფნის დროს.

მაგალითი 1

ვთქვათ საჭიროა მომხმარებლებისაგან ექსპრეს ინფორმაციის შეგროვება ბაზარზე პროდუქტის ან სავაჭრო ნიშნის შევსებისათვის. ასეთ დროს ხშირად, საჭიროა ინფორმაციის მოძიება სწრაფად - ერთი ან ორი კვირის ფარგლებში. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას მოკლე ვადაში შეიტანოს კორექტირებები თავის სავაჭრო ნიშნის სარეკლამო პოლიტიკაში.

მაგალითი 2

ვთქვათ ახალი პროდუქტის წარმოებისა თუ იმპორტისათვის საჭიროა ამ პროდუქტზე მოხმარების დამოკიდებულების  შესწავლა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი ანკეტირების ჩატარება მომხმარებელთა აზრის გასაგებად.

მაგალითი 3

სულ უფრო იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი. სულ მალე, ინტერნეტ მაღაზიები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ სუპერმარკეტების გვერდით. ინტერნეტ აუდიტორიის სურვილებზე დიდად იქნება დამოკიდებული ამ მაღაზიებში შემოთავაზებული საქონლის ასორტიმენტი. ეს ტიპიური მაგალთია იმისა, რომ აუდიტორიასთან თანამშრომლობა სწორედ ონლაინ გამოკითხვის საშუალებით უნდა მოხდეს.

უპირატესობა, რომელსაც იძლევა აუდიტორიის ონლაინ გამოკითხვა აშკარაა: მოკლე დროში შესაძლებელია დიდი აუდიტორიის გამიკითხვა. ამასთან ერთად მინიმალური დანახარჯებით შესაძლებელია გეოგრაფიულად ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობა, ხოლო მონაცემთა დამუშავება და გამოქვეყნება შესაძლებელია მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

დღეს მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი პროდუქტის მომხმარებლებს შორის არსებობს ინტერნეტ-მომხმარებელთა აუდიტორია. სხვა საკითხია, თუ რამდენად დიდია ეს აუდიტორი ამ მომენტისათვის მთლიანობაში.  

ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, რომელიც შეუქცევადი პროცესია, ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ რეალობას, როდესაც გამოკითხვის ჩატარება ინტერნეტის საშუალებით ერთ-ერთი სწრაფი, იაფი და ზუსტი საშუალება იქნება.

 
 
 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
შესვლა
ელ.ფოსტა
პაროლი


რეგისტრაცია   ახალი პაროლი
© 2007 - 2017 POLLING. GE ყველა უფლება დაცულია.   |   დამზადებულია: Pro-Service
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში
 
Tel: 508444
Fax: 233005
Mob: 893311635
Mob: 877465590
info@publicity.ge