მთავარი ჩვენზე რეკლამა კონტაქტი
მთავარი მომსახურება აუდიტორია უპირატესობები შეკვეთა რეიტინგი არქივი რეგისტრაცია სიახლეთა არქივი
სტატისტიკა
    სულ საიტზე რიგესტრირებულთა რაოდენობა: 1032
ჩვენზე
მომხმარებალთა გამოკითხვას მრავალი სააგენტო ატარებს, მაგრამ მათ შორის ცოტაა ისეთი, ვისაც ერთდროულად და მოკლე ვადებში შეუძლია ჩაატაროს ისეთი გამოკითხვა, სადაც  შერწყმული იქნებოდა მომხმარებელთა აქტიურობა, გამოკითხვის სტიმულირება, გამოკითხულთა ქცევის ტენდენციების შეჯერება და ინტერაქტიულობა.

POLLING.GE პირველი ონლაინ გამოკითხვის სამსახურია საქართველოში რომელსაც საკუთარი ინოვაციური & ტექნოლოგიური რესურსით შეუძლია ჩაატაროს სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევები ქართულ ინტრნეტ მომხმხმარებლებს შორის. სააგენტო, ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სთავაზობს შესაძლებლობას ისარგებლონ მისი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამი ძირითადი მომსახურებით: ონლაინ კვლევები, ონლაინ რეიტინგები და ონლაინ გამოკითხვები. 

როგორ ვატარებთ ონლაინ კვლევებს?

POLLING.GE პასუხობს კვლევის ყველა საბაზისო თანამედროვე მოთხოვნას მოხერხებულობის, უსაფრთხოების, ოპერატიულობისა და ინტერნეტ მომხმარებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამუშავების თვალსაზრისით და მოიცავს:

  • აუდიტორიის ფართო სპექტრს (1000 - ზე მეტი რესპონდენტი 1 გამოკითხვისას)
  • გამოკითხვის შეფარდება რესპონდენტების სოციალურ, დემოგრაფიულ და სხვა მახასიათებლებთან
  • გამოკვლევათა ოპერატიულობა (5-7 დღე)

ჩვენი ონლაინ კვლევის სისტემა ყველაზე ახლოს საფოსტო გამკითხვა-ანკეტირებასთან არის. ცნობილია, რომ საფოსტო გამოკითხვისას ანკეტების დაბრუნების სიხშირე ბევრ ისეთ ცვლად ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა: გამოკითხვის თემა, პოტენციურ რესპოდენტთა შემადგენლობა, წელიწადის დრო, ანკეტის სტრუქტურა, დიზაინი, რესპოდენტთან მიმარტვის სახე და ა.შ.

ჩვენი ონლაინ აუდიტორია ყალიბდება ჩვენს მიერ დაგზავნილ სპეციალურ გზავნილებზე ხელმომწერებისაგან, რომლებიც არ განიხილავენ ელექტრონულ გზავნილს მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში როგორც სპამს. გარდა ამისა რესპონდენტების ინტერესი და აქტიურობა სტიმულირდება ამა თუ იმ გამოკითხვისას მიღებული შედეგების გამოქვეყნებითა და სხვადასხვა პრიზების გათამაშებით.

კვლევაში ხელმეორედ მონაწილეობის დროს, რესპონდენტებს არ უწევთ მუდმივად თავიანთი პირადი მონაცემების ანკეტაში შეყვანა. ეს მონაცემები საინფორმაციო ბაზაშია შენახული ხელმოწერაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ. როგორც კვლევების საფუძველზეა ცნობილი, ხელმომწერთა არანაკლებ 80% სრულად ავსებს თავის პირად მონაცემთა ველს, თუმცა მათ მიერ გაცხადებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს და მკაცრად კონფიდენციალურია.

კვლევის ონლაინ ანკეტა, რომელიც ეგზავნება ხელმომწერებს და ასევე გამოქვეყნებულია საიტზე POLLING.GE ძირითადად შედგება 5 - 8 შეკითხვისაგან. თუ ჩაფიქრებულია მოცულობითი კვლევის ჩატარება, კითხვარები დგება თემატიკის მიხედვით და შეიძლება დაგზავნილი იქნას ცალ - ცალკე. ანკეტის შესავსებად რესპოდენტებს მხოლოდ 5 - 6 წუთი სჭირდებათ.

ონლაინ ანკეტების შევსების ეს მეთოდი, სხვა ტრადიციული მეთოდებისაგან განსხვავებით, საშუალებას იძლევა გაიზარდოს დაბრუნებულ პასუხთა რიცხვი. როგორც კვლევებითაა ცნობილი, ხმის მიცემა ოპერატიულად ხორციელდება: 80% პასუხობს პირველ ორ დღეში, 10-15% მომდევნო სამ დღეში, მოგვიანებით კი არა უმეტეს 5%.

როგორ ვატარებთ ონლაინ რეიტინგებს და ონლაინ გამოკითხვებს?

აქ მონაწილეობა ყველა, POLLING.GE - ზე არადარეგისტრირებულ ადამიანსაც შეუძლია, რომელიც ამ საიტს ეწვევა. ამ შემთხვევაში, საიტზე შემოსული ადამიანი არ არის ვალდებული გაიაროს რეგისტრაცია ამ გამოკითხვებში მონაწილეობის მისაღებად. ეს სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ ის დაცულია  ორმაგი ხმის მიცემისაგან. ის დაზღვეულია პროგრამულად, რაც გულისხმობს დარეგისტრირებულ რესპონდენტთა IP და E-mail მისამართების იდენტიფიკაციას ინდივიდუალური სააღრიცხვო ჩანაწერის საშუალებით (Cookie). რესპონდენტთა კომპიუტერების 98%, გააჩნიათ Cookie -ს ფუნქციები.

შესვლა
ელ.ფოსტა
პაროლი


რეგისტრაცია   ახალი პაროლი
© 2007 - 2017 POLLING. GE ყველა უფლება დაცულია.   |   დამზადებულია: Pro-Service
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში
 
Tel: 508444
Fax: 233005
Mob: 893311635
Mob: 877465590
info@publicity.ge