ვებ გვერდის ახალი ფუნქცია - მომხმარებელთა გამოკითხვის კოდის გამოწერა
დღეიდან ჩვენი სისტემა ახალ მომსახურებას გთავაზობთ.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს რეიტინგი ან გამოკითხვა, გამოიწეროს შესაბამისი კოდი და ჩასვას იგი თავის ვებ გვერდზე. კოდის გამოწერის პროცედურა მარტივია. ყველა გამოკითხვას გააჩნია თავისი უნიკალური კოდი, რომლის გამოწერაც შესაძლებელია ამ გამოკითხვის გვერდიდან.

თქვენს მიერ საინტერესო თემატიკის შესაბამისად, თქვენ ირჩევთ გამოკითხვას და აჭერთ ღილაკს "კოდის მიღება", როს შემდგომაც სისტემა გიგენერირებთ პროგრამულ კოდს, რომელიც თქვენ უნდა განათავსოთ თქვენს ვებ გვერდზე.
2010-01-22 15:47:00